სს გეს „საქრუსენერგო” გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო” გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტი:

ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუჭახტას, ჭინუბნის, ყვარელჭყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის,  შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, მომალოს, ბირკიანის, ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად 10/04 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები.

 

ქ.თბილისი                                                                                       11 ივლისი 2017 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო”  შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის დადგენილი წესის  შესაბამისად  განხორციელებაზე. უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);
გ)   ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);

დ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია ინჟინერ ტექნიკური პერსონალის შესახებ.
  • ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური პერსონალის სესახებ.
  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულევის შესახებ.
  • ინფორმაცია ბოლო ხუთი წლლის განმავლობაში კომპანიის ანგარიშზე არანაკლებ        3 000 000 ლარის ბრუნვის შესახებ.
  • ინფორმაცია იმის შესახებ   რომ კომპანია არ იმყოფება სახელმწიფო შესსყიდვების სააგენტოს ერთიან შავ სიაში.
  • ინფორმაცია იმის შესახებ რომ კომპანიას არ გააჩნია სახელმწიფოს წინაშე დავალიანება არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება ან რეაბილიტაცია.
  • ინფორმაცია იმის შესახებ რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა.

ე) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში  მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადა
ვ) მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3,5 პროცენტის ოდენობით (სადაზრვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება).

ზ) შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები რომელებიც შეესაბამება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.

  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1 (გლდანი -მუხიანის გადასახვევი), სს გეს „საქრუსენერგო”-ს კანცელარია.
  2. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2017  წ.  18 ივლისის 18 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  3. განაცხადები გაიხსნება  2017 წ. 18 ივლისის 18 საათზე  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1 (გლდანი -მუხიანის გადასახვევი) სს გეს „საქრუსენერგო”.
  4. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და წარდგენილი მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
  5. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  6. მიწოდება იწარმოებს  ფასებისა და მიწოდების გრაფიკის (სამუშაოების წარმოების გრაფიკი) შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი  წარდგენის დღიდან.
  8. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს  მისი ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
  9. გამარჯვებულად მიიჩნევა  და  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო”-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.sakrusenergo.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

ტ. შესყიდვების სამსახური – 5 95 59 70 70  – 595 00 33 33.

განცხადება მონაწილეობაზე

 

ფორმა N2

 

ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში თქვენს ————————————                                                                                       (მიუთითეთ მოწვევის თარიღი)

მოწვევასთან დაკავშირებით  გაცნობებთ, რომ განზრახული გვაქვს მივიღოთ  მონაწილეობა ——————————————————- კონკურსში და წარმოგიდგინოთ

( მიუთითეთ შესყიდვის ობიექტის დასახელება)

ჩვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტების მიხედვით:

ა)           წინამდებარე განცხადება;

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;

გ)   ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;

დ) ინფორმაცია გადახდის პირობების და ვადების შესახებ;

ე)   მიუთითეთ სხვა თანდართული დოკუმენტაცია

 

ვადასტურებთ რა, რომ ჩვენ __________________  ვეთანხმებით თქვენს

(მონაწილე პირის დასახელება)

მოწვევაში აღნიშნულ ყველა პირობას, ვიღებთ ვალდებულებას გაგიფორმოთ ხელშეკრულება ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირობებით და შევასრულოთ ის ტექნიკური დავალების შესაბამისად.

 

წინამდებარე განაცხადი ძალაშია  30 კალენდარული დღის განმავლობაში.

                                       

მონაწილე პირის                    

                                                                                          ხელმძღვანელის ხელმოწერა

 

 

                                                                                                        ფორმა N3 

ტექნიკური დავალება

          ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუჭახტას, ჭინუბნის, ყვარელჭყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის,  შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, მომალოს, ბირკიანის, ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად 10/04 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

     მიმწოდებელმა მითითებულ უბნებზე სამუშაოები უნდა აწარმოოს თანდართული ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

      ზოგადად, შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს: 

-10 კვ ახალასაშენებელ ეგხ-ზე: 10 კვ რკინა-ბეტონის დგარების მოწყობას, 10 კვ დგარებზე ტრავერსების, იზოლატორებისა და  შიშველი სადენის მოწყობას,  საჰაერო გამთიშველების მოწყობას, დამიწების მოწყობას, რექლოუზერის (ვაკუუმური ამომრთველის) მონტაჟს, არსებული ხის დგარების დემონტაჟს და ახალი რკინა-ბეტონის ანძების მონტაჟს; 

-0,4 კვ ეგხ არსებული ქსელის რეაბილიტაციას, არსებული ხის დგარების დემონტაჟით, ახალი რკინა-ბეტონისა და  ლითონის ანძების მონტაჟით, შესაბამისად იზოლირებული თვითმზიდი კაბელების მონტაჟით.

    კონკრეტული მოცულობა წარმოდგენილია ცხრილში, ლოკალურ-რესურსული სახით, რომელიც უნდა შეავსოს მიმწოდებელმა მითითებული დანახარჯების გათვალისწინებით.

     სამუშაოთა წარმოების სავარაუდო პერიოდია 2017 წლის ივლისი-ოქტომბერის პერიოდი.

მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების პერიოდში პერსონალის შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაზე  პასუხიმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელსს. 

შენიშვნა: 

1)აღნიშნული ფორმის ხელმოწერით მიმწოდებელი  ადასტურებს, რომ შეასრულებს სამუსაოებს ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად.   

2)ტექნიკურ დავალებას თან ერთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუწახტას, წინუბნის, ყვარელწყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის, შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, ომალოს, ბირკიანის და ძიბახევის 10/0,4 კვ ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების რუკები და ანძების განლაგების სქემა (დანაღთები  1, 2 და 2.1).

ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ

ფორმა N4

(ივსება მიმწოდებლის მიერ)

         ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობის სოფლების ქორეთის, ბაყილოვანის, საკობიანოს, კუჭახტას, ჭინუბნის, ყვარელჭყლის, დუისის, ქვემო ხალაწნის,  შუა ხალაწნის, ზემო ხალაწნის, დედისფერულის, დუმასტურის, ჯოყოლოს, მომალოს, ბირკიანის, ძიბახევის სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად 10/04 კვ ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

 

1)მიწოდების ადგილი ახმეტის მუნიციპალიტეტი.

2)მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 ნოემბერიდე.

3)წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის  დღგ-ს

შენიშვნა: ერთეულის ფასსა და საერთო ფასს შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ერთეულის ფასს.

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.