სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

 

(შესყიდვის ობიექტი: სს გეს „საქრუსენერგოს“  ოფისის ვერანდაზე გადახურვის მოწყობა მსუბუქი კონსტრუქციით ე.წ. პერგოლით)

 

ქ.თბილისი                                                                                       5 მარტი 2020 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად  დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N3);

გ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორებაც.

დ) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას .

ე) პრეტენდენტს უფლება აქვს წინადადება წარმოადგინოს როგორც ერთ ასევე რამდენიმე ლოტზე ერთდროულად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

 

  • ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
  • ცნობა რომ ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
  • ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;

 

ვ) მიწოდებულ საქონელს თან უნდა ერთვოდეს  წარმოშობის,  ხარისხის და შესაბამისობის სერთიფიკატები.

  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის  N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.

  1. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2020  წლის 13 მარტი  16 საათი.

აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

  1. განაცხადები შეფასდება 2020 წ. 13 მარტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  2. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
  3. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
  4. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  5. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  6. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს  იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა  და  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.             

            წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 95 70 70

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.