სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსისპროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტიაუდიტორული მომსახურება.

ქ. თბილისი                                                                                       8 ნოემბერი  2021 წ.

 

  1. სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული მომსახურების შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად  დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ  (ფორმა N3);

გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);

დ) გადახდა განხორციელდება მომსახურების გაწევის ეტაპების მიხედვით, შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

 

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან რომლითაც დასტურდება, რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება და  რომ მის  ქონებაზე არ არსებობის  საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.
  1. განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის ქ. N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
  2. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 12 ნოემბრის 16 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  3. განაცხადები შეფასდება 2021 წ. 12 ნოემბერს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  4. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე. უცხოური ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა დაერთოს სერტიფიცირებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  5. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილებადა მოიცავდეს პრეტენდენტის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს
  6. მიწოდება უნდა განხორციელდეს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  7. განაცხადი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  8. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის (დანართი N3), ფასებისა, გადახდის პირობებისა და მიწოდების ვადებისშესახებ (დანართი N4)“ მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, ტექნიკურ დავალებას და შესყიდვისთვის განსაზღვრულ ფინანსურ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა  და  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

 

მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ .     595957070 

სხვა შესყიდვები

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.