განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო” გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
(შესყიდვის ობიექტი : ზეთები და საპოხიმასალა. მიწოდება უნდა გახორციელდეს 2013 წელს)
თბილისი 19 დეკემბერი 2012 წ.
თქვენი განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას 26 დეკემბრამდე 2012 წ.
(თარიღი აღნიშნავს განაცხადის წარდგენისთვის დადგენილი ვადის დასრულებას)

1. სს გეს „საქრუსენწერგო” შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს 2013 წელს მითითებული საქონლის შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 20 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);
დ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3. განაცხადი გაგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2 სს გეს „საქრუსენერგო”
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2012 წ. 26 დეკემბერი 18 საათამდე.
აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 26 დეკემბერი 2012 წ.
შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2 სს გეს „საქრუსენერგო”
6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში;
8. მიწოდება იწარმოება “განაცხადში ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ” შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება წარმოებული იქნება “ტექნიკური შესაბამისობისა” და “ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმების მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილისთვის გაგზავნილ მოწვევაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 99 44 48 — 59500 333 33
სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს საქრუსენერგოს ოფიციალურ ვებ გვერდზე

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.