სს გეს „საქრუსენერგო” გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
თბილისი 10 ივლისი 2013 წ.
შესყიდვის ობიექტი:
1) ლოტი -მაღალი გამავლობის თვითმცლელი 2 ცალი.
2) ლოტი -მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანა თავისი ამწით (ჰაიაპის ტიპის) და ჯალამბრით.
3) ლოტი -სამგზავრო სატვირთო აავტომანქანა (ე.წ. ვახტა) 2 ცალი.
4) ლოტი -ბორტიანი ნახევრადმისამბელი 1 ცალი.
შენიშვნა, ყოველი ლოტი განიხილება როგორც შესყიდვის დამოუკიდებელი ობიექტი და შესაბამისად დასაშვებია წინადადების წარმოდგენა თითოეულ ლოტზე ცალცალკე.
“შემსყიდველი” ფლობს სახსრებს 2013 წელს მითითებული საქონლის შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 20 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);
დ) დასაშვებია წინასწარი გადახდა. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს მოთხოვნილი თანხის შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტია.
იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო” ოფიციალურ ვებ გვერდზე : www.srenergo.ge
3. განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2 სს გეს „საქრუსენერგო”-ს კანცელარია.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 16 ივნისის 18 საათამდე.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2013 წლის 16 ივნისს. შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2 სს გეს „საქრუსენერგო”.
6. განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში ან/და მოხდება მათი კონვერტაცია წინადადებების განხილვის მომენტში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად;
8. მიწოდება უნდა განხორციელდეს “განაცხადი ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ” შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს “ტექნიკური შესაბამისობისა” და “ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმების მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილისთვის გაგზავნილ მოწვევაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
საკონტაქტო პირი – დავით ბურჯანაძე ტ. 595 95 70 70