განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი:
განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, „მარნეული-აირუმის“ პროექტის ფარგლებში 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ მშენებლობაზე, არსებული 500 კვ ეგხ „მუხრანის N42 ანძიდან საქართველო სომხეთის საზღვრამდე 18,56 კმ სიგრძის ახალი მონაკვეთისათვის.
ქ.თბილისი 29 ივნისი 2022 წელი
- სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის და მომსახურების შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);
დ) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას .
ე) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელსეკრულების ღირებულების 3,5%-ს (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.
პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- პრეტენდენტს, უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) ამზომველი, რომელიც უნდა ფლობდეს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ.
- პრეტენდენტს, ბოლო ხუთი (5) წლის (2017, 2018 2019 2020 და 2021) განმავლობაში უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადების გამოცდილება, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) ან/და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში (მისაღებია ადგილობრივი, არასაერთაშორისო კომპანიების პროექტების დაკვეთებიც). კონსულტანტმა – პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (მაგალითად: ხელშეკრულებები სათანადო მიღება-ჩაბარების აქტებით ან ხელშეკრულებები მათი შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით ან ტენდერის/CMR ნომრები სადაც დადასტურდება თანხის გადარიცხვა ან ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დამტკიცებული დოკუმენტის ბმული ან სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია რომელიც ადასტურებს მსგავსი მომსახურებების გაწევას).
- პრეტენდენტს – უნდა ჰყავდეს ან/და ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებთან (ან კომპანიასთან) შეფასების განხორციელების მიზნით, რომელიც უნდა ფლობდეს მატერიალური და არამატერიალური ქონების შემფასებლის სერთიფიკატს, რომელიც გაცემული იქნება სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის” მიერ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ. ექსპერტ-შემფასებლის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ზოგადი სამუშაო გამოცდილება მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასებაში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში; კონკრეტული გამოცდილება: მინიმუმ 2 განსახლების პროექტში – მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეფასება/აუდიტი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFI) ან/და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.
კონფიდენციალობა
„მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს განსახლების სამოქმედო გეგმასა თუ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაციის, გარდა საჯარო ხელმისაწვდომი ინფორმაციისა, კონფიდენციალობის მკაცრად დაცვა.
- განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: ქ. ბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახურში.
- განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ივლისი 16 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
- განაცხადები შეფასდება 2022 წ. 7 ივლისი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
- განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
- ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) დღგ-ს ჩათვლით;
- მიწოდება უნდა განხორციელდეს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
- განაცხადი ძალაშია 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
- შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს “ტექნიკური შესაბამისობისა” და “ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმების მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილისთვის გაგზავნილ მოწვევაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 957070 – 555 10 10 05