კოროზირებული იზოლატორების შეცვლა 500 კვ ეგხ “იმერეთზე

2016 წელს 500 ეგხ “კავკასიონის“ N167 შუალედურ ანძაზე (რუსეთის ტერიტორია)  გაწყდა სადენის დამჭერი გირლანდა და სადენი ჩამოვარდა მიწაზე. სადენის ჩამოვარდნის მიზეზი გახდა იზოლატორის ღეროს დაზიანება, რომელიც  გადატყდა ბუდეში. იზოლატორის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ღერო დაჟანგული იყო და ქუდზე აღინიშნებოდა ელექტრული რკალის გადაფარვის კვალიც. შემოვლა-დათვალიერებებმა გამოავლინა, რომ იზოლატორები მსგავსი დეფექტებით იყო ეგხ „კავკასიონის“  სხვა შუალედური ანძების გირლანდებშიც.

აღნიშნულის გამო სს გეს“ საქრუსენერგოს“ საექსპლუატაციო-სარემონტო უბნების პერსონალს დაევალა კომპანიის საკუთრებაში არსებული ყველა ელექტროგადამცემი ხაზის შემოვლა-დათვარიელება მსგავსი დეფექტური იზოლატორების აღმოჩენის მიზნით. იზოლატორები მსგავსი დეფექტებით გარდა 500 კვ ეგხ „კავკასიონისა“ აღმოჩნდა ეგხ „იმერეთის“  169 შუალედური ანძის დამჭერ გირლანდებში.        შესაბამისად შედგა სადეფექტო აქტი და განისაზღვრა შესაცვლელი იზოლატორების რაოდენობა. მიზანშეწონილად ჩაითვალა კოროზირებული იზოლატორების შეცვლა ანძებზე, ყველა გამოვლენილ დეფექტურ გირლანდებში.

აღნიშნული სამუშაოების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვების პრევენციის მიზნით, რადგან როგორც ცნობილია ეგხ „იმერეთი“ ჯერ-ჯერობით წარმოადგენს ერთადერთ, უალტერნატივო 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის მეშვეობითაც ხდება ენგურჰესში გამომუშავებული და იქ თავმოყრილი ელექტროენერგიის გადაცემა აღმოსავლეთ საქართველოში.

500 კვ ეგხ “იმერეთზე“ კოროზირებული იზოლატორები შეიცვალა 2018 წელს, ჯამში  5521 ცალი იზოლატორი.

სხვა პროექტები

კოროზირებული იზოლატორების შეცვლა 500 კვ ეგხ “იმერეთზე

ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაერთებასთან დაკავშირებით

500 კვ ეგხ “იმერეთის” N295 ანძის გადატანა მეწყერსაშიში ზონიდან

ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის ხელისშემშლელი პირობები

დაზიანებული სადენების შეცვლა 500 კვ ეგხ “იმერეთზე”

500 კვ ეგხ “იმერეთის” N295 ანძის გადატანა მეწყერსაშიში ზონიდან

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.