საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან წინასწარი შეთანხმებით 500 კვ ეგხ „კავკასიონი“ შეკეთებაში ჩადგება 2023 წლის 05 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.
საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოები ეგხ „კავკასიონზე“ შესრულდება სს გეს „საქრუსენერგოს“ 2023 წლის ბიზნეს-გეგმის შესაბამისად: შეიცვლება დაზიანებული, გატეხილი იზოლატორები და სახაზო არმატურა, შეკეთდება სადენები. დამონტაჟდება ნაკლული გამბრჯენები, განმმუხტველი რქები და ვიბროჩამქრობები. გაიჩეხება და გაიწმინდება გადამცემი ხაზის ქვეშ და დაცვის ზონაში ამოსული ხე-მცენარეები და სხვა. კონტრაქტორი კომპანიის ძალებით სარემონტო და გაჩეხვითი სამუშაოები შესრულდება ეგხ „კავკასიონის“ გალის რაიონსა და კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთებზე.
შესრულდება გეგმით გაუთვალისწინებელი სხვა სამუშაოები, რომლებიც აუცილებელი იქნება გადამცემი ხაზის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის.
წარმოებული სამუშაოები მნიშვნელოვნად აამაღლებს 500 კვ ეგხ „კავკასიონისა“ და საქართველოს ენერგოსისტემის ფუნქციონირების მდგრადობასა და იმედიანობას.