500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით

500 კვ ეგხ „იმერეთი“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით შეკეთებაში იდგა 2022 წლის 01 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით.

აღნიშნულ პერიოდში შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ 2022 წლის ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, მათ შორის ეგხ-ს N339-N340 და N311-N312 მალებში სადენებსა და მიწას შორის დარღვეული გაბარიტისა და ანძებთან დროებითი მისასვლელი გზების აღდგენის სამუშაოები.

კონტრაქტორი კომპანიის „ნიუ-მეტალ ჯორჯიას“ მიერ ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები N330-N340 ანძებს შორის მონაკვეთში (Р2 ტიპის N335; N336; N337 შუალედური ანძები შეიცვალა კუთხური У2к+5 ანძებით) და N328-N329 ანძებს შორის მალში შეიცვალა სამივე ფაზის დაზიანებული სადენები.

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებას ზედამხედველობას უწევდა „A” ტიპის ინსპექტირების ორგანო „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“.

ეგხ „იმერეთის” სარემონტო სამუშაოთა წარმოებაზე მობილიზებული იყო სს გეს „საქრუსენერგოს“ ყველა საექსპლუატაციო-სარემონტო უბნისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.

ეგხ „ იმერეთზე“ გაწეული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა ეგხ „იმერეთის“ იმედიანობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული ზამთრის პირობებში ენერგოსისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-e1629201605332 (4)

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

1-1200x900

ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.