500 კვ ეგხ „ასურეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სრული მოცულობით შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ 2022 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ: შესრულდა ეგხ-ს გარკვეული მონაკვეთების მაღლივი დათვალიერება, მარყუჟებსა და მალში შეკეთდა დაზიანებული სადენები.
მეხდამცავ გვარლებზე დამონტაჟდა ნაკლული განმმუხტველი რქები და სხვა. შესრულდა გადაუდებელი აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც აღმოჩენილი იქნა ეგხ-ს მაღლივი დათვალიერებისას, კერძოდ, შეიცვალა У2 ტიპის N256 კუთხური ანძის „ბ“ ფაზის, N245 (У2С2 ტიპის) ანძის „ც“ ფაზისა და N242 (У2к+5-ტიპის) ანძის „ბ“ და „ც“ ფაზის მარყუჟებში შეიცვალა გირლანდების დამაგრების გაცვეთილი კვანძები.
სარემონტო სამუშაოთა მოცულობიდან გამომდინარე ეგხ „ასურეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სარემონტო სამუშაოებს თბილისის სსუ-ს პერსონალთან ერთად ასრულებდა ხაშურის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.
გადამცემი ხაზის შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას უწევდა აღმოსავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე კონტროლს ახორციელებდა შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.
შესრულებული სარემონტო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა გადამცემი ხაზის საიმედოობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული შემოდგომა-ზამთრის პერიოდის წარმატებით გავლისათვის და მოსახლეობის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.