საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 500 კვ ეგხ „ასურეთი“ შეკეთებაში იმყოფება 2021 წლის 13 სექტემბრიდან და მიმდინარეობს ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. ეგხ შეკეთებაში იქნება 30 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ეგხ „ასურეთის“ N252-N253 და N260-261 ანძებს შორის მალებში შესრულდება სადენებზე არსებული სარემონტო მომჭერების გადაწნეხვა, N254-N255-N256 მალებში დაზიანებული სადენების შეცვლა, ანძების გარშემო და მალებში ამოსული ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან გაწმენდითი სამუშაოები, ანძებთან მისასვლელი დროებითი გზების აღდგენისა და ხე-მცენარეებისაგან გაწმენდითი სამუშაოები, ჩატარდება მაღლივი დათვალიერება, შეიცვლება დეფექტური იზოლატორები. დაგეგმილია გვერდითა გაბარიტის გაფართოება ხეების გადაბელვით. სოფელ პანტიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ეგხ-ს №208-№218 ანძებს შორის მონაკვეთში ბულდოზერისა და ექსკავატორის გამოყენებით შესრულდება მისასვლელი დროებითი სამანქანო გზების აღდგენა და მალების გაწმენდა ამონაყარი მცენარეებისაგან. საჭიროების შემთხვევაში ახლად აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა, რომლებიც აუცილებელი იქნება გადამცემი ხაზის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.
500 კვ ეგხ ეგხ „ასურეთზე“ სარემონტო სამუშაოებს თბილისისა და ხაშურის სსუ-ს პერსონალთან ერთად აწარმოებს ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.
ეგხ „ასურეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოთა მიმდინარეობას კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს აღმოსავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, სს გეს „საქრუსენერგოს“ პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე კონტროლს ახორციელებს შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია, ხოლო ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე კოორდინაციას და მონიტორინგს აწარმოებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე გურამ ჯავშანაშვილი.
ეგხ „ასურეთზე“ გაწეული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება გადამცემი ხაზის მდგრადობა და მოახლოებული ზამთრის პირობებში საქართველოს ენერგოსისტემის იმედიანობა.