2014 წლის 10 თებერვალს სს გეს “საქრუსენერგომ” დაიწყო სარემონტო სამუშაოები 330 კვ ეგხ “გარდაბანზე”, რომლებიც წარმატებულად დასრულდა 20 თებერვალს. სარემონტო სამუშაოების შედეგად ფაიფურის იზოლატორები შეიცვალა შუშის იზოლატორებით, ასევე, შეიცვალა ძლიერ დაჭუჭყიანებული და გატეხილი იზოლატორები, ჯამში 2000 ერთეული. აღნიშნული ხაზი გადის გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ძლიერი სამრეწველო და საველე დაჭუჭყიანების ზონაში და აღნიშნული სამუშაოების შესრულება აუცილებელი იყო ხაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისათვის. ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროგადამცემი ხაზის საიმედოობა, ამაღლდება მისი მდგრადობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის უსაფრთხო და უწყვეტ მიმოცვლას, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ერთ მილიარდ კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგიის გატარება.
330 კვ ეგხ “გარდაბანზე” დასრულდა სარემონტო სამუშაოები
- თებერვალი 21, 2014