2012 წლის ნოემბრის თვეში სს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
საქართველოს მონაკვეთზე ეგხ-ს 3 დღიანი შეკეთებაში ყოფნის დროს ჩატარდა იზოლატორების შეცვლის სამუშაოები №24, 43, 59, 60, 67, 72, 101, 102, 114 ანძებზე, ჯამში შეიცვალა 145 ცალი იზოლატორი. №42-43 და №43-44 მალებში გასწორდა B ფაზის გადაბრუნებული სადენები და დამონტაჟდა 3-3 ცალი განბრჯენი. ბულდოზერის საშუალებით აღდგენილ იქნა №58, 59, 69, 79, 86, 90, 95, 97, 112, 113 ანძასთან მისასვლელი სამანქანო გზები.
აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული №59, 63, 77, 88, 94, 96, 98 ანძები, ჯამში დამონტაჟდა 580 მეტრი კუთხოვანა. გაიჩეხა ეგხ-ს №695-697, 722-729, 730-733, 734-738, 744-745, 748-749, 750-751, 753-755 (21 მალი – 6,6 კმ). გაიწმინდა №695-697 ანძებთან მისასვლელი გზები. მეწყერსაშიშ ზონებში დათვალიერდა №217, №234, №388, №397, №496ა, №711, №712, №713 ანძები. დათვალიერდა ყინულმოცვის დნობის დამამოკლებელი პუნქტი.
ე.გ.ხ. “იმერეთი”
ეგხ-ს 5 დღიანი შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: შეიცვალა გატეხილი იზოლატორები №22, 24, 34, 43, 52, 53, 65, 67, 69, 82, 87, 89, 99, 112, 115, 122, 128, 134, 139, 149, 150, 151, 154, 186, 193, 195, 196, 200, 201, 203, 209, 214, 215, 221, 223, 228, 257, 259, 262, 272, 273, 275, 276, 277, 282, 301, 302, 304, 305, 308, 310, 311, 330, 333, 341, 363, 385, 389 ანძებზე, ჯამში 410 ცალი (58 ანძა). შეიცვალა მარყუჟის განბრჯენები №37, 122, 128 ანძებზე ჯამში 15 ცალი, №60-61 მალის C ფაზაზე გასწორდა გადაბრუნებული სადენი და დამონტაჟდა 3 ცალი განბრჯენი, №196-197, 327-328, 340-341 მალში და №67 ანძასთან გარემონტდა დაზიანებული სადენები, შეიცვალა №341 ანძის მარყუჟის დაზიანებული სადენები, №35-36 მალის A ფაზაზე შეკეთდა დაზიანებული მეხდამცავი გვარლი. №22-23 მალში გაიზარდა გაბარიტი მიწასთან, აღდგენილი იქნა №173 და №271 ანძასთან მისასვლელი სამანქანო გზები. აღდგენილი იქნა №224 და №233 კუთხოვანებისაგან გაძარცული ანძები, ჯამში დამონტაჟდა 80,5 მ კუთხოვანა. ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა №260 ანძის გამაგრებითი სამუშაოები გაბიონების მოწყობის გზით.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
№246-290 და 327-375 ანძებს შორის მონაკვეთში გაიჩეხა და გადაიბელა ხეხილის ხეები. №317, 391, 396, 398 შუალედურ ანძების დამჭერ გვარლებზე დამონტაჟდა ნაკლული რკალური მომჭერები. №240, 241, 247, 393, 402, 405 ანძებზე შეივსო ფუნდამენტსა და ანძის ქუსლს შორის არსებული ღრეჩოები. №304, 363, 367, 388 შუალედური ანძების ლითონის სხმულებზე დამონტაჟდა ნაკლული ქანჩები.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
№163 ანძებზე შეიღება აღდგენილი შავი კუთხოვანები, ეგხ-ს №42-110 ანძებს შორის მონაკვეთზე ჩატარდა დათვალიერება, ანძების ფოტოგრაფირება და გამაფრთხილებელი პლაკატების მონტაჟი. №258 ანძაზე შეიცვალა 5 ცალი გატეხილი იზოლატორი, №241 ანძაზე გასწორდა დამცავი ეკრანები, №243 და №245 ანძებზე შეიცვალა მარყუჟების გაცვეთილი სხაზო არმატურა, №249-250 მალში შეიცვალა გატეხილი განბრჯენები. ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო ეგხ-ს №42-59 ანძებს შორის მონაკვეთში მესამე სადენის დაკიდების სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია დეკემბრის დასაწყისში.
ე.გ.ხ. “აჭარა”
ეგხ-ს №26-50 მონაკვეთში ყველა ანძის I სექციები გაიწმინდა რკინის ჟანგისაგან და დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით.