1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სს გეს „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობა და თანამშრომლები საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში მრავალშვილიან უკიდურეს გასაჭირში მყოფ, ოჯახებს ეწვივნენ. ერთ-ერთ ოჯახში 11 წლის იუბილარს, რომელიც გატაცებულია ფეხბურთით, გადაეცა ფეხბურთის ბურთი ცნობილი ფეხბურთელების ხელმოწერით, რაც დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. კომპანიის წარმომადგენლები ასევე მიუსაფარ ბავშვთა ცენტრს ეწვივნენ, რომელიც მეურვეობასა და მზრუნველობას უწევს უსახლკარო ბავშვებს.
სს გეს „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლებმა მათ ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად ტანსაცმელი, ჰიგიენის ნივთები, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.
სს გეს „საქრუსენერგო“ ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უსურვებს ბედნიერ, ლაღ და უსაფრთხო მომავალს მშვიდობიან სამყაროში.
ჩვენი კომპანია საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას მომავალშიც გეგმავს.