2022 წლის 9 ივნისს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით „აღიარებისა და წარმატების პროგრამის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ინოვაციების ხარისხის მხარდაჭერა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა თითქმის ყველა სტრუქტურამ.
ნომინაციაში „საუკეთესო მიღწევა საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმით და სტრატეგიით გათვალისწინებულ კომპონენტში“, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ, პროექტით: ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „ 1,2 გარდაბანი“ [ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბანის“ საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე გადაერთება] გამარჯვებულად სს გეს „ საქრუსენერგო“ გამოავლინა.
მოცემული დავალების შესრულების პერიოდი დაემთხვა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებულ რთულ ეპიდემიურ ვითარებას. ამასთან, სამუშაოს წარმოების ადგილი გამოცხადდა წითელ ზონად, რაც დამატებით გაუთვალისწინებელ სირთულეებს წარმოადგენდა კომპანიისათვის. პროექტის განხორციელება და ვადების დაცვა ერთგვარ გამოწვევადაც კი იქცა, რასაც ჩვენმა გუნდმა წარმატებით გაართვა თავი და დადგენილ ვადებში დაასრულა სამუშაოები.
ვულოცავთ კომპანიის გენერალურ დირექტორს ბაჩანა სულაძეს და სს გეს „საქრუსენერგოს“ თითოეულ თანამშრომელს მიღწეულ წარმატებას.
აღნიშნული პროექტის მეტი თვალსაჩინოებისათვის დამატებით წარმოგიდგენთ ვიდეო მასალას.