სს გეს “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობამ 500 კვ ეგხ “ქართლი-2”-ზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

ეგხ “ქართლი-2” წარმოადგენს ენერგოსისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არტერიას, რომელიც აკავშირებს 500 კვ ქვესადგურებს “ქსანი-500”-ს და “დიდ ზესტაფონს”. ეგხ “ქართლი-2” ექსპლუატაციაში შევიდა 1968 წელს და მისი სიგრძე 164 კმ-ია. ელექტროგადამცემი ხაზის ზღვრული საპროექტო დატვირთვა – 900 მგვტ-ია. ექსპლუატაციის პერიოდიდან გამომდინარე მისი დატვირთვა შემცირებულია 25-30%-ით. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კომპანიის საკუთრებაში არსებული გადამცემი ხაზების საექსპლუატაციო მახასიათებლები, მუდმივად ვაწარმოებთ სარემონტო სამუშაოებს და ტექნიკურ მომსახურებას. სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილის შესრულება მოითხოვს ელექტროგადამცემი ხაზის გამორთვას და მის შეკეთებაში ჩაყენებას.

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 2014 წლის 28 მარტს შეკეთებაში ჩადგა 500 კვ ძავბის ელექტროგადამცემი ხაზი “ქართლი-2” და დაიწყო სარემონტო სამუშაოები. ამ პერიოდში ძირითადად სრულდება ფაიფურის იზოლატორების შეცვლა 48 კუთხურ ანძაზე შუშის იზოლატორებით. ფაიფურის იზოლატორები სს გეს “საქრუსენერგოს” ელექტროგადამცემ ხაზებზე შემორჩენილია მხოლოდ ეგხ “ქართლი-2”-ზე და ეგხ “ქართლი-1”-ზე, რომელთაც ამოეწურათ სასარგებლო მომსახურების რესურსი.

ეგხ “ქართლი-2”-ზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე მობილიზებულია სს გეს “საქრუსენერგოს” საექსპლუატაციო-სარემონტო უბნები და ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი – საერთო რაოდენობით 80 კაცამდე და 25 ერთეული სპეცტექნიკა. ეგხ “ქართლი-2”-ზე ფაიფურის იზოლატორების შეცვლასთან ერთად მიმდინარეობს გირლანდებში გატეხილი შუშის იზოლატორების შეცვლა, გრუნტის მოჭრა სადენებსა და მიწას შორის გაბარიტის ნორმის ფარგლებში მიყვანის მიზნით, ანძებთან მისასვლელი გზების აღდგენა, მეხდამცავი გვარლისა და სადენების შეკეთება, დაზიანებული განმბრჯენების შეცვლა, მეხამრიდ გვარლებზე განმმუხტველების აღდგენა და სხვა.

გარდა აღნიშნულისა ეგხ “ქართლი-2”-ზე, #386-#409 ანძებს შორის მონაკვეთზე კონტრაქტორი ორგანიზაციის ძალებით გაგრძელდა ფოლადის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-e1629201605332 (4)

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

1-1200x900

ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.