სს გეს „საქრუსენერგო“-ს 50% აქციების მფლობელთან სსს „ფედერალური საქსელო კომპანია – როსსეტი“-სთან გამართული კომუნიკაციის შედეგად დაკორექტირებულ იქნა ზემოაღნიშნული წერილით წარმოდგენილი საზოგადოების რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ფორმულირება და გადაწყვეტილებების პროექტი.
ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 2023 წლის 12 ნოემბერს დანიშნული რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრება ნაცვლად ზემოაღნიშნული თარიღისა ჩატარდება 2023 წლის 13 ნოემბერს მისამართზე – საქართველო, ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქ. №1, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე შემდეგი დაკორექტირებული დღის წესრიგით:
საკითხი №1. სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებული ელეტროგადამცემი ხაზებისა და მათი კომპონენტების, უვადო სარგებლობის უფლებით (იჯარით) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (გადამცემი სისტემის ოპერატორი) გადაცემისა და თანმდევი სარემონტო-საექსპლუატაციო მომსახურების გაწევის თაობაზე სს გეს „საქრუსენერგოს“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის 2021 წლის 4 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების მოწონების თაობაზე.
საკითხი №2. სს გეს „საქრუსენერგო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თეა გაბადაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ.