2023 წლის 13 ნოემბერს ჩატარებულ იქნა სს გეს „საქრუსენერგო“-ს (ს.ნ. 211324468) აქციონერთა რიგგარეშე საერთო და კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები
1 საკითხზე – სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებული ელეტროგადამცემი ხაზებისა და მათი კომპონენტების, უვადო სარგებლობის უფლებით (იჯარით) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (გადამცემი სისტემის ოპერატორი) გადაცემისა და თანმდევი სარემონტო-საექსპლუატაციო მომსახურების გაწევის თაობაზე სს გეს „საქრუსენერგოს“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის 2021 წლის 4 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების მოწონების თაობაზე.
გადაწყვეტილება:
1.1. მოწონებულ იქნეს სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებული ელეტროგადამცემი ხაზებისა და მათი კომპონენტების, უვადო სარგებლობის უფლებით (იჯარით) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (გადამცემი სისტემის ოპერატორი) გადაცემისა და თანმდევი სარემონტო-საექსპლუატაციო მომსახურების გაწევის თაობაზე სს გეს „საქრუსენერგოს“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის 2021 წლის 4 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების გაფორმება წინამდებარე ოქმის დანართი №1-ის შესაბამისად.
1.2. სს გეს „საქრუსენერგოს“ საკუთრებაში არსებული ელეტროგადამცემი ხაზებისა და მათი კომპონენტების, უვადო სარგებლობის უფლებით (იჯარით) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ (გადამცემი სისტემის ოპერატორი) გადაცემისა და თანმდევი სარემონტო-საექსპლუატაციო მომსახურების გაწევის თაობაზე სს გეს „საქრუსენერგოს“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის 2021 წლის 4 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს „სს გეს „საქრუსენერგო“-ს გენერალურ დირექტორს ბაჩანა ზურაბის ძე სულაძეს (პ/ნ 01007007571), წინამდებარე ოქმის დანართი №1-ის შესაბამისად;
1.3. დაევალოს „სს გეს „საქრუსენერგო“-ს გენერალურ დირექტორს ბაჩანა ზურაბის ძე სულაძეს (პ/ნ 01007007571) შესაბამისი ცვლილებების დარეგისტრირება, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2 საკითხზე – სს გეს „საქრუსენერგო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თეა გაბადაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ.
გადაწყვეტილება:
2.1. არჩეულ იქნას სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თეა გაბადაძე (პირადი №01024021321).
2.2. მოწონებულ იქნას თეა გაბადაძესთან გასაფორმებელი სასამსახურო ხელშეკრულების პროექტი წინამდებარე ოქმის დანართი №2-ის შესაბამისად;
2.3. მიენიჭოს სს გეს „საქრუსენერგოს“ რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების თავმჯდომარეს თეა გაბადაძესთან გასაფორმებელი სასამსახურო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება;
2.4. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თეა გაბადაძის საქმიანობის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს სს გეს „საქრუსენრგო“-ს 2016 წლის 29 დეკემბრის რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრების (ოქმი №5) გადაწყვეტილების 3.3. პუნქტის შესაბამისად;
2.5. დაევალოს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალურ დირექტორს სათანადო ცვლილებების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.