სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ „იმერეთზე“

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან წინასწარ  შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად 500 კვ ეგხ „იმერეთი“ იდგა შეკეთებაში მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.  აღნიშნულ პერიოდში ეგხ „იმერეთზე“ შესრულდა გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა გატეხილი იზოლატორების, გაცვეთილი სახაზო არმატურის, გატეხილი განმბრჯენების, მალებში სადენების შეკეთებისა და მარყუჟებში დაზიანებული სადენების შეცვლის სამუშაოებს.

მიმდინარე წელს 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ სარემონტო სამუშაოები მისი შეკეთებაში ჩაყენებით შესრულდა ასევე აპრილის თვეშიც, რა დროსაც სხვა სარემონტო სამუშაოებთან ერთად შესრულდა მეტალის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოებიც.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სარემონტო სამუშაოების წარმოებას მონიტორინგს და კორდინაციას უწევდა დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე.  კონტროლს პერსონალის სამუშაოთა უსაფრთხოდ შესრულებაზე ახორციელებდა შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

სამუშაოთა წარმოებაზე სს გეს „საქრუსენერგოს“ ზესტაფონის, წალენჯიხისა და ხაშურის სსუ-ების პერსონალთან ერთად მობილიზებული იყო ასევე ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი და სპეცტექნიკა.

გაწეული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა ეგხ „იმერეთის“ იმედიანობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული ზამთრის პირობებში ენერგოსისტემის მდგრადი ფუნქციონირებისათვის.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-e1629201605332 (4)

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

1-1200x900

ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.