სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ „იმერეთზე“

500 კვ ეგხ „იმერეთი“ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით შეკეთებაში უნდა ჩამდგარიყო 2021 წლის 04 მაისიდან 18 მაისისა  და 02 ოქტომბრიდან 07 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდებში.

ენგურჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიდან გამომდინარე ეგხ „იმერეთი“ იმყოფებოდა გამორთულ მდგომარეობაში, რომელმაც გასტანა თაღოვან კაშხალსა და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე სამუშაოების დასრულებამდე, მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე.

აღნიშნული მდგომარეობით ვისარგებლეთ და მიმდინრე წლის 09 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით ეგხ „იმერეთი“ ჩაყენებული იქნა შეკეთებაში და შესრულდა გარკვეული მოცულობის სარემონტო სამუშაოები. დასავლეთ საქართველოში ცუდი მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე სამუშაოთა გაგრძელება 14 თებერვლის შემდეგ ვერ მოხერხდა. ეგხ „იმერეთზე“ სარემონტო სამუშაოთა გაგრძელება ეგხ-ს შეკეთებაში ჩაყენებით შესაძლებელი გახდა  08 მარტიდან 15 მარტისა და  04 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდებში, რა დროსაც შესაძლებელი გახდა ეგხ-ზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესრულება, მათ შორის ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოების წარმოება.

ეგხ „იმერეთზე“ სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე სს გეს „საქრუსენერგოს“ წალენჯიხის, ზესტაფონის, ხაშურისა და თბილისის სსუ-ების პერსონალთან ერთად მობილიზებული იყო ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი და ავტოსპეცტექნიკა.

ეგხ „იმერეთის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაობის წარმოებას მონიტორინგს და კორდინაციას უწევდა დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე. პერსონალის მიერ სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე კონტროლს ახორციელებდა შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია. ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში ავტოსპეცტექნიკის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას  უზრუნველყოფდა ტრანსპორტის სამსაახურის უფროსის მოადგილე გურამ ჯავშანაშვილი.

500 კვ ეგხ იმერეთზე“ მობილიზებული იყო სს გეს „საქრუსენერგოს“ 50-მდე პერსონალი და 20 ერთეული ავტოსპეცტექნიკა.  ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოებს აწარმოებს  კონტრაქტორი კომპანია შპს „ანტიკორი-80“.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-e1629201605332 (4)

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

1-1200x900

ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.