სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ „იმერეთზე“ შეკეთებაში ყოფნის პერიდში (23.03.23-28.03.23)

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთან შეთანხმებით 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შეკეთებაში ჩადგა მიმდინარე წლის 23 მარტს და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეოდა 28 მარტის ჩათვლით.

აღნიშნულ პერიოდში ეგხ „იმერეთზე შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ 2023 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. ეგხ-ზე შეიცვალა გატეხილი იზოლატორები და განმბრჯენები, გაცვეთილი სახაზო არმატურა, მარყუჟებში დაზიანებული სადენები.  ეგხ „იმერეთის“  N261- N262 მალში  მძიმე ტექნიკის გამოყენებით შესრულდა სადენებსა და მიწას შორის დარღვეული გაბარიტის აღდგენისა და ანძებთან დროებითი მისასვლელი გზების შეკეთების სამუშაოები. ასევე, სხვა სამუშაოებიც, რომელთა შესრულების აუცილებლობა გამოიკვეთა სარემონტო სამუშაოთა წარმოების პერიოდში.

500 კვ ეგხ „იმერეთის“ შეზღუდული ვადით შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სარემონტო სამუშაოთა დროულად და ეფექტურად წარმოებისათვის ობიექტზე ზესტაფონის და წალენჯიხის სსუ-ების პერსონალთან ერთად მობილიზებული იყო თბილისის სსუ-ს,  ხაშურის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სარემონტო სამუშაოების წარმოებას მონიტორინგს და კორდინაციას უწევდა დასავლეთ საქართველოს ეგხ-ების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ანდრო ცხადაძე.  კონტროლს პერსონალის სამუშაოთა უსაფრთხოდ შესრულებაზე ახორციელებდა შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დემურ ბუაძე. ობიექტზე მობილიზებული ტრანსპორტის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე გურამ ჯავშანაშვილი.

გაწეული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდა ეგხ „იმერეთის“ იმედიანობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია გაზაფხულის მოახლოებული წყალდიდობის პირობებში ენერგოსისტემის მდგრადი ფუნქციონირებისათვის.

როგორც ცნობილია 500 კვ ეგხ „იმერეთი“ შიდა სასისტემო ელექტროგადამცემი ხაზია და იგი მნიშვნელოვან მონაწილეობას ღებულობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფაში. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს და ერთმანეთთან დააკავშირა  ენგურჰესისა და „ზესტაფონი-500“-ის ქვესადგურები.  ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 128 კმ-ია და მოიცავს 388 ანძას.

ენგურჰესის გამომუშავება 3,5 მლრდ.კვტ.სთ-ია (დადგმული სიმძლავრე – 1300 მგვტ), საიდანაც 2/3 გამომუშავებული ელექტროენერგიისა გადაიცემა 500 კვ ეგხ

სხვა სიახლეები

ლოგო-1-e1629201605332 (4)

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

1-1200x900

ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.