2015 წლის 21 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ენგურჰესის ტერიტორიაზე ჩატარდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება, სადაც „ენგურჰესს”, როგორც ინდუსტრიული არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ცერემონიას ესწრებოდნენ: ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგოსექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სს გეს „საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობამ.