2012 წლის ოქტომბრის თვეში სს “საქრუსენერგო”-ს ელექტროგადამცემ ხაზებზე შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა
ე.გ.ხ. “კავკასიონი”
საქართველოს მონაკვეთზე ეგხ-ს 2 დღიანი შეკეთებაში ყოფნის დროს ჩატარდა იზოლატორების შეცვლის სამუშაოები №74, 113, 119, 121 ანძებზე, ჯამში შეიცვალა ПС-300 ტიპის იზოლატორი 49 ცალი,. გაიჩეხა ეგხ-ს №73-74, 78-79 და 102-103 მალები და №64, 68, 104 ანძების გარშემო ტერიტორიები.
ეგხ „კავკასიონის” რუსეთის მონაკვეთზე ჩატარდა გაჩეხვითი სამუშაოები, კერძოდ გაიჩეხა ეგხ-ს №27ა-28, 29-30, 132-135, 437-439, 449-450, 461-462, 464-465, 468-469, 471-472, 647-650, 652-653, 655-656, 658ა-659, 661-674, 678-679, 683-684, 686-696 მალები. გაიწმინდა №119-137 და №669-673 ანძებთან მისასვლელი გზები. №655 ანძაზე დამონტაჟდა უცხო პირების მიერ გაძარცული ანძის დამჭერი გვარლი. მეწყერსაშიშ ზონებში დათვალიერდა №217, №234, №388, №397, №496ა, №711, №712, №713 ანძები. დათვალიერდა ყინულმოცვის დნობის დამამოკლებელი პუნქტი.
ე.გ.ხ. “იმერეთი”
დაიწყო №260 ანძის გამაგრებითი სამუშაოები, გაბიონების მოწყობის გზით. სამუშაოები დასრულდება სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებისათვის. ბულდოზერის საშუალებით აღდგენილი იქნა №266, 267, 272, 273, 278 ანძებთან მისასვლელი გზები.
ე.გ.ხ. “ქართლი-2”
გაიწმინდა და გაკეთდა მისასვლელი გზები ეგხ-ს №207-213 ანძებთან. №196-197 მალში მოიჭრა მიწა გაბარიტის აღდგენის მიზნით. აღდგენილი იქნა კუთხოვანებისაგან გაძარცული №177 ანძა. №172-185, №192-205 და №214-225 მალებში ჩატარდა მაღლივი დათვალიერება. №172-292 მალში განახლდა ანძების ნუმერაცია, ანძებზე დაეწერა ხაზის დასახელება, დაიკიდა გამაფრთხილებელი პლაკატები, შუალედურ ანძებზე, ანძის დამჭერი გვარლების სხმულებზე დამონტაჟდა ნაკლული ჭილიპყურები.
ოქტომბრის თვეში დასრულდა მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე №194 საყრდენის გამაგრებითი სამუშაოები გაბიონების მოწყობის გზით.
ე.გ.ხ. “ქართლი-1”
ეგხ-ს №1-247 ანძებს შორის მონაკვეთში დამონტაჟდა გამაფრთხილებელი პლაკატები. №2, 4, 7, 20, 29, 197, 226 ანძები დაკომპლექტდა ნაკლული ქანჩ-ჭანჭიკებით. №32, 33, 36, 38, 44, 50, 51, 52, 54, 57, 60, 62, 63, 65, 67, 69, 72, 75, 76, 80, 81, 82, 83, 88, 89, 90, 91, 92, 99, 100, 101, 102, 107, 110, 115, 117, 118, 119, 120, 121, 122, 125, 127, 128, 129, 131, 133, 134, 140, 141, 142, 143, 145, 146, 192, 196, 200, 223, 230 შუალედურ ანძებზე დაიჭიმა ანძის დამჭერი გვარლები. №77, 79, 80, 81, 82, 87, 88, 91, 92, 93, 101, 102, 103, 107, 113, 117, 118, 122, 125, 137, 140, 148, 161, 162, 164, 167, 166, 172, 173, 176, 231 ანძის დამჭერ გვარლებზე დამონტაჟდა რკალური მომჭერები.
ე.გ.ხ. “მუხრანი”
ეგხ-ს 1 დღიანი შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები №254 და №256 ანძებზე, კერძოდ: №254-ზე შეიცვალა გაცვეთილი დამაგრების კვანძები, №256-ზე შეიცვალა 3 ცალი გატეხილი იზოლატორი, დამაგრების კანძები, გასწორდა კავის ღერძები. №241-258 მონაკვეთში ანძებზე დამონტაჟდა გამაფრთხილებელი პლაკატები.
ე.გ.ხ. “აჭარა”
ეგხ-ს №1-25 მონაკვეთში ყველა ანძის I სექციები გაიწმინდა რკინის ჟანგისაგან და დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით.