სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სართიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთზე აღნიშნული მშენებარე გზა კვეთს 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ს. აღნიშნულ გზასთან გაბარიტის შენაჩუნების მიზნით საჭირო გახდა 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის რეკონსტრუქცია N84-N85 ანძებს შორის მალში. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავდა არსებული  N84 და N85 (У2+5 ტიპის) ანძების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ამაღლებული (У2+12 ტიპის) ანძების დამონტაჟებას. ამასთან პროექტის მიხედვით ეგხ-ს N85 ანძა მოხვდა ახალასაშენებელ გზაზე, რის გამოც საჭირო გახდა მისი გადატანა გასწორში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეასრულა ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა.

აღნიშნულის განხორციელებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულმა სადისპეტჩერო ცენტრმა 500 კვ ეგხ ,,ქართლი-1“ თავდაპირველად შეკეთებაში ჩააყენა 2024 წლის 22 თებერვლიდან 06 მარტის ჩათვლით. სსე-სთან შეთანხმებული ეგხ-ების შეკეთებაში ჩაყენების გეგმა-გრაფიკით ეგხ „ქართლი-1“-ის შეკეთებაში ჩაყენება გათვალისწინებული იყო 2024 წლის 8 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, მაგრამ ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის მოთხოვნით იგი შეკეთებაში ჩადგა 22 თებერვალს.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე მიმდინარეობდა შეფერხებებით, რის გამოც 06 მარტს  ვერ მოესწრო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება და ეგხ-ს შეკეთებაში ჩაყენება გახანგრძლივდა 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით პერიოდში. სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერც აღნიშნულ დროში მოხდა. ეგხ „ქართლი-1“-ის N84-N85 ანძებს შორის მალში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება, რის გამოც ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი 18 მარტს გამოყვანილი იქნა ობიექტიდან. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის N84-N85 ანძებს შორის მალში 2024 წლის 30 მარტს დაასრულა სს გეს „საქრუსენერგომ“  და ეგხ ჩართული იქნა სისტემაში.

500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის N84-N85 მალში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების პერიოდში (22.02.24-30.03.24) მთლიანად შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ 2024 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული, დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებიც გარდა ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოებისა.

500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები უნდა განხორციელდეს  2024 წლის 08 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში (სსე-სთან შეთანხმებულ, ეგხ-ს გეგმიურ შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში), რისთვისაც გამოვლენილია კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც შეასრულებს ეგხ „ქართლი-1“-ის N183-N196 ანძებს შორის მონაკვეთზე ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოებს.

ინფორმაცია 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე არსებულ დაზიანებასა და მისი აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გარკვეული პრობლემები შეექმნა 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ ფუნქციონირებას კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე. 2024 წლის 01 აპრილს განხორციელდა  500 კვ ეგხ „კავკასიონის“ ვერტმფრენით შემოფრენა.

ვერტმფრენი დაჯდა კოდორის ხეობაში ეგხ „კავკასიონის“ N219 საყრდენთან ახლოს, საიდანაც მოხდა ეგხ-ს N232 საყრდენის მიმართულებით (ნახარის უღელტეხილის მიმართულებით) ფეხით გადადგილება დაზიანების ადგილის მოსაძებნად. ეგხ „კავკასიონის N219 საყრენიდან ნახარის უღელტეხილის მიმართულებით სატრანსპორტო გზა გადაკეტილია მთიდან ჩამოშლილი კლდის დიდი მასით. დათვალიერების შედეგად ეგხ „კავკასიონის“ N224-N225 მალში აღმოჩენილი იქნა  „А“ ფაზის დაზიანებული ერთი სადენი, რომელიც გაწყვეტილი იყო N225 საყრდენიდან 25 მეტრის მოშორებით. აღნიშნული სადენის მეორე მხარე გადაკიდებული იყო N224 საყრდენის ნაცვლად განხორციელებულ ბაგირული დაკიდების გორგოლაჭებზე.

კოდორის ხეობაში გადაადგილებისას ეგხ-ს N219 საყრდენიდან ზემოთ, გზაში ადგილი ქონდა ზვავების მრავალჯერად ჩამოსვლას, რამაც საფრთხე შეუქმნა ეგხ-ს დათვალიერებაში მონაწილე  პერსონალს.

ვრცლად “ინფორმაცია 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ კოდორის ხეობაში გამავალ მონაკვეთზე არსებულ დაზიანებასა და მისი აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებით”

500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე შესრულებული სარემონტო სამუშაოთა შესახებ 2024 წლის 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში.

საქართველოს ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრთნ შეთნხმებით 500 კვ ეგხ „ქართლი-2“ შეკეთებაში ჩადგა 2024 წლის 10 აპრილიდან 30 აპრილის  ჩათვლით.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სრულად შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს 2024 წლის ბიზნეს-გეგმით გავალისწინებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ: შეიცვალა დაჭუჭყიანებული და დეფექტური იზოლატორები, დამონტაჟდა  ვიბროჩამქრობები და განმუხტველი  რქები, დამცავი ეკრანები, მალებში შეკეთდა და შეიცვალა დაზიანებული სადენები,  მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეკეთდა ანძებთან მისასვლელი და მალებში სამოძრაო დროებითი სამანქანო გზები. შესრულდა ასევე მალებში სადენებსა და  მიწას შორის დარღვეული გაბარიტების აღდგენითი სამუშაოები. ჩატარდა ეგხ-ს ცალკეული მონაკვეთების მაღლივი დათვალიერება და სხვა ახალაღმოჩენილი, გადაუდებელი სამუშაოები

ვრცლად “500 კვ ეგხ „ქართლი-2“-ზე შესრულებული სარემონტო სამუშაოთა შესახებ 2024 წლის 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში.”

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.