ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც შესულია 2019-2029, 2020-2030 და 2021-2031 წლების საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმებში და რომელიც უნდა განახორციელოს სს გეს „საქუსენერგომ“ არის ახალი, ორჯაჭვა 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „1,2 გარდაბნის“ მშენებლობა. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ჩაანაცვლებს არსებულ, ერთჯაჭვა, 330 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს „გარდაბანს“, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს ქვესადგურებით „გარდაბანი-500“ და „აღსტაფა“.

აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის შედგა საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შესრულდა ობიექტის მშენებლობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მოპოვებული იქნა ანძების განთავსების ადგილებზე მიწით სარგებლობის უფლება და მშენებლობის ნებართვა ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო-სამონტაჟო და არსებულის სადემონტაჟო სამუშაოებზე.  გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი მშენებელ კომპანიასთან სს „ენერგონთან“, რომელმაც ობიექტზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის ივლისის თვეში.

ახალი ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობის დაწყებიდან ობიექტზე მიმდინარე პერიოდისათვის დამონტაჟებულია 12 ანძის ფუნდამენტი. განთავსებულია შეკვეთები  ანძების, სადენისა და სახაზო არმატურის მოწოდებებზე. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ააიპ არქეოლოგიური განვითარების ფონდისა და  A ტიპის ინსპექტირების ორგანოს, საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის ზედამხედველობით.

აღნიშნული პროექტის რეალიზაციასთნ დაკავშირებით გასულ წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული დავალების შესაბამისად სს გეს „საქრუსენერგომ“ საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში განახორციელა ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ გადაერთება, რისთვისაც წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული იქნა ეგხ-ს N63 და N64 ანძები და N64 ანძიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აშენებულ, სასაზღვრო ზოლში განთავსებულ, ორჯაჭვა 330 ეგხ „1.2 გარდაბნის“  N158 ანძასთან  სადენებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლის მიერთება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „საქრუსენერგოსა“ და „აზერენერჯის“ სამმხრივი შეთნხმების თანახმად გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულება და ეგხ-ს ექსპლუატაციაში შესვლა განსაზღვრულია 2021 წლის ბოლოსათვის.

ახალი ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით, იგი 500 კვ ეგხ „მუხრანის ველთან“ ერთად 700-დან 1000 მგვტ-მდე სიმძლავრეთა მიმოცვლის საშუალებას მოგვცემს და მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემებს შორის პარალელურ რეჟიმში ოპერირების საიმედოობას.

სხვა სიახლეები

ლოგო-1-e1629201605332 (4)

სს გეს ,,საქრუსენერგოს”-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

313375611_653335959593433_3060472053645476891_n

500 კვ ეგხ „იმერეთზე“ მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით

1-1200x900

ავტოტრანსფორმატორების მიწოდება და შეფმონტაჟი ქვესადგურში „გარდაბანი-500“

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.