2023 წლის 29 დეკემბერს ჩატარებულ იქნა სს გეს „საქრუსენერგო“-ს (ს.ნ. 211324468) აქციონერთა რიგგარეშე საერთო (ოქმი №3) და ზემოაღნიშნული კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
№1 საკითხზე – სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2024 წლის ბიზნეს-გეგმის დამტკიცების შესახებ.
გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად): დამტკიცდეს სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2024 წლის ბიზნეს-გეგმა დანართი №1-ის შესაბამისად.
№2 საკითხზე – სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2023 წლის ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების აუდიტის ჩატარების მიზნით აუდიტორული კომპანიის არჩევის შესახებ.
გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად): სს გეს „საქრუსენერგო“-ს 2023 წლის ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების აუდიტის ჩატარების მიზნით არჩეულ იქნას აუდიტორული კომპანია შპს “KPMG Georgia”.
№3 საკითხზე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სადამფუძნებლო შეთანხმებისა და წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ.
გადაწყვეტილება (მიღებულია ერთხმად):
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს სადამფუძნებლო შეთანხმება დანართი №3-ის შესაბამისად და წესდება ახალი რედაქციით დანართი №4-ის შესაბამისად;
- დაევალოს სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს გენერალურ დირექტორს უზრუნველყოს საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებისა და წესდების ახალი რედაქციით სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული გააგენტო“-ს მიერ რეგისტრაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულ მონაცემების ცვლილებებთან დაკავშირებული აუცილებელი ღონიძიებების (აუცილებლობის შემთხვევაში) უზრუნველყოფა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.