2011 წლის ზაფხულში, დასავლეთ საქართველოში მოსულმა ნალექებმა და განვითარებულმა მეწყერულმა მოვლენებმა ტყიბულის მუნუციპალიტეტის ორპირის თემის სოფელ შუყერის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე შეუქმნა 500 კვ ეგხ “იმერეთის” У2+5 ტიპის N295 ანძის მდგრადობას.
ადგილის გეოლოგიური და გეოდეზიური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე შერჩეული იქნა აღნიშნული ანძის განთავსების უსაფრთხო ადგილი და შპს “ენერგოქსელპროექტთან” ერთად დამუშავდა პროექტი.
ეგხ „იმერეთის“ N295 ანძა გადატანილი იქნა უსაფრთხო ადგილას ეგხ-ს გასწორში.