ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაერთებასთან დაკავშირებით

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ წარმოადგენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1958 წელს. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „გარდაბანი-500“-სა და „აღსტაფას“. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 64 კილომეტრია, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე 21 კმ. ელექტროგადამცემი ხაზის ზღვრული დატვირთვაა 250 მგვტ. საქართველოს ტერიტორიაზე გადამცემი ხაზი მოიცავს 60 ანძას და მათზე დამონტაჟებულია АСО 480 მარკის ფოლად-ალუმინის სადენი.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2019-2029 და 2020-2030 წლების ათწლიანი გეგმების შესაბამისად, სს გეს „საქრუსენერგოს“ დაევალა კომპანიის საკუთრებაში არსებული 330 კვ ეგხ „გარდაბნის“ რეკონსტრუქცია მისი გაორჯაჭვიანების გზით.

ეგხ-ს ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი შეიქმნა საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გარდაბნის“ იმედიანობისა და მდგრადობის ამაღლება, ამასთანავე სიმძლავრის გამტარიანობის გაზრდა. ზემოაღნიშნულის განხორციელების მიზნით,  2020 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან სს გეს „საქრუსენერგომ“ მიიღო დავალება: მიმდინარე წლის მაისის თვის პირველი დეკადისათვის ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაერთებასთან დაკავშირებით.

სს გეს „საქრუსენერგოს“ პროექტირებისა და მშენებლობის სამსახურის მიერ შედგენილ იქნა საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელმაც წარმატებით გაიარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო შეიქმნა წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ კაპანაღჩში, ორჯაჭვა, 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ ორი, N63 და N64 ანძების დამონტაჟება და N64 ანძიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აშენებულ, სასაზღვრო ზოლში განთავსებულ, ორჯაჭვა 330 ეგხ „1.2 გარდაბნის“  N158 ანძასთან  სადენებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლის მიერთება.

აღსანიშნავია, რომ მოცემული დავალების შესრულების პერიოდი დაემთხვა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, არსებულ რთულ ეპიდემიურ ვითარებას. 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID – 19-ს გავრცელება პანდემიად გამოაცხადა; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის გარემოება, რომ სამუშაოების წარმოების ადგილი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო, გამოცხადდა წითელ ზონად და შეიზღუდა რეგიონში თავისუფალი გადაადგილება, ეს ყველაფერი კი დამატებით გაუთვალისწინებელ სირთულეებს წარმოადგენდა როგორც მშენებლობაზე დასაქმებული „საქრუსენერგოს“ თანამშრომლებისთვის, ასევე კომპანიის მენეჯმენტისთვის, რომელიც საველე პირობებში მყოფ პერსონალს საჭირო ინვენტარითა და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელება და ვადების დაცვა კომპანიისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა.

ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთზე გადაერთებასთან დაკავშირებული სამუშაოები ობიექტზე მიმდინარეობდა  პრევენციული ღონისძიებების გატარებითა და პერსონალის ჯანმრთელობის ყოველდღიური კონტროლით.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და საქართველოში შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, დროულად დაიგეგმა და ოპერატიულად განხორციელდა ქვეყანაში ყველა აუცილებელი შეკვეთის მოწოდება: ფუნდამენტები, საყრდენები, იზოლაცია, სამონტაჟო არმატურა, სადენი და სხვა.

უმოკლეს ვადებში მოეწყო ფუნდამენტები და განხორციელდა ანძების აწყობა. თითოეული ანძა იწონიდა 32 ტონას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წონისა და გაბარიტების ანძები სახსარზე წამოყენების მეთოდით პირველად დამონტაჟდა საქართველოში.

2020 წლის 10 მაისისათვის ახალი, ორჯაჭვა,  330 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „1,2 გარდაბანი“ საქართველოს ტერიტორიაზე N64 ანძიდან დაკავშირებული იქნა  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებულ N158 ანძასთან.

საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ გადაერთების სამუშაოები სრულად შესრულებულია სს გეს „საქრუსენერგოს“  პერსონალის  მიერ.

330 კვ ეგხ „გარდაბნის“ რეკონსტრუქცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს უწყობს ეგხს მდგრადობის გაზრდას, საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ენერგოსისტემების სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებასა და სიმძლავრეთა მიმოცვლის 700-დან 1000 მგვტ-მდე გაზრდის საშუალებას იძლევა.

სხვა პროექტები

კოროზირებული იზოლატორების შეცვლა 500 კვ ეგხ “იმერეთზე

ორჯაჭვა 330 კვ ეგხ „1,2 გარდაბნის“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაერთებასთან დაკავშირებით

500 კვ ეგხ “იმერეთის” N295 ანძის გადატანა მეწყერსაშიში ზონიდან

ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის ხელისშემშლელი პირობები

დაზიანებული სადენების შეცვლა 500 კვ ეგხ “იმერეთზე”

500 კვ ეგხ “იმერეთის” N295 ანძის გადატანა მეწყერსაშიში ზონიდან

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.