სს გეს „საქრუსენერგო” გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
თბილისი 24 ივნისი 2013 წ.
შესყიდვის ობიექტი:
1) დამკავი ყრუ მომჭერი ПГ-11 100 ცალი;
2) დამკავი ყრუ მომჭერი ПГН-5-7 (მომჭერისათვის 3ПГН-5-7) 20 ცალი;
3) დისტანციური განმბრჯენი ПГ-4-600 1200 ცალი;
4) დისტანციური განმბრჯენი ПГ-4-500 400 ცალი;
5) დისტანციური განმბრჯენი ПГ-4-400 1000 ცალი;
6) დამამძიმებელი განმბრჯენი РУ-3-400 300 ცალი;
7) საყურე Р-7-16 120 ცალი;
8) კავი СК12-1 100 ცალი;
9) განმაშტოებელი მომჭერი РОА-400 50 ცალი;
თქვენი განაცხადი უნდა წარმოადგინოთ 2013 წლის 4 ივლისამდე .
“შემსყიდველი” ფლობს სახსრებს 2013 წელს მითითებული საქონლის შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 20 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);
დ) დასაშვები ავანსის ოდენობა ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა დანარჩენი თანხის გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო” ოფიციალურ ვებ გვერდზე : www.srenergo.ge
3. განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2 სს გეს „საქრუსენერგო”-ს კანცელარია.
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 4 ივნისის 18 საათამდე.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
5. განაცხადები შეფასდება 2013 წლის 4 ივნისს.
შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2 სს გეს „საქრუსენერგო”
6. განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში ან/და მოხდება მათი კონვერტაცია წინადადებების განხილვის მომენტში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად;
8. მიწოდება იწარმოება “განაცხადი ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ” შესაბამისად.
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
10. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს “ტექნიკური შესაბამისობისა” და “ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმების მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილისთვის გაგზავნილ მოწვევაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
11 გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
საკონტაქტო პირი – მარიამ წამალაშვილი ტ. 595 99 44 48.