განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო” გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი:
1) 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქართლი-1″-ის N197 – N238 ფოლადის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოების განხორციელება;
2) 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქართლი II”-ის N386 – N2409 ფოლადის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოების განხორციელება.
თქვენი განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას 2014 წ. 7 მარტს.
1.სს გეს „საქრუსენერგო” შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს 2014 წელს მითითებული საქონლის შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 20 დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ფორმა N3);
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N4);
დ) გადახდის პირობები. პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორება (არაუმეტეს – ხელშეკრულების ღირებულების 30%-სა) შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2 სს გეს „საქრუსენერგო”-ს კანცელარია;
4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2014 წ. 7 მარტის 18 საათამდე. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება;
5. განაცხადები გაიხსნება 2014 წლის 7 მარტს 18 საათზე. შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2, სს გეს „საქრუსენერგო”;
6. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე;
7. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში;
8. მიწოდება იწარმოება “განაცხადში ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ” შესაბამისად;
9. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან;
10. შემოსული განაცხადის შეფასება წარმოებული იქნება “ტექნიკური შესაბამისობისა” და “ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმების მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილისთვის გაგზავნილ მოწვევაში მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო;
11. გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ სს გეს „საქრუსენერგოს” ოფიციალურ ვებგვერდზე: www.sakrusenergo.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტ. 595 99 44 48 – 595 00 33 33 — 595 95 70 70.

ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ

ფორმა N3
მონაწილე პირი _________________
თარიღი: _______________

პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს რომ იგი გაცნობილია ტექნიკურ დავალებას და მას გააჩნია შესაძლებლობა უზრუნველყოს სათანადო სამუშაოების ჩატარება ტექნიკური დავალების შეასბამისად.

ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ

ფორმა N4

პრეტენდენტმა მითითებულ სამუშაოებზე ფასი უნდა წარმოადგინოს ცალცალკე –
1) 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქართლი-1″-ის N197 – N238 ფოლადის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოების განხორციელებაზე ცხრილი N1-ის შესაბამისად;
2) 500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქართლი II”-ის N386 – N2409 ფოლადის ანძების ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოების განხორციელებაზე ცხრილი N2-ის შესაბამისად.
წარმოდგენილი ფასი უნდა მოიცავდეს მიმწოდებლის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს და გადასახადს, მათ შორის დ.ღ.გ.-ს.

განცხადება მონაწილეობაზე
ფორმა N2

ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში თქვენს ________________________________
(მიეთითება მოწვევის თარიღი)
მოწვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ განზრახული გვაქვს მივიღოთ მონაწილეობა პროცედურაში
და წარმოგიდგინოთ ჩვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტების მიხედვით:
ა) წინამდებარე განცხადება;
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) ინფორმაცია გადახდის პირობების და ვადების შესახებ;

ვადასტურებთ რა, რომ ჩვენ __________________ ვეთანხმებით თქვენს
(მონაწილე პირის დასახელება)
მოწვევაში აღნიშნულ ყველა პირობას, ვიღებთ ვალდებულებას გაგიფორმოთ ხელშეკრულება ჩვენს მიერ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.

წინამდებარე განაცხადი ძალაშია _________________________

მონაწილე პირის
ხელმძღვანელის ხელმოწერა

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.