განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო” გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

შესყიდვის ობიექტი:   500 კვ  ეგხ ,,იმერეთის” N21-N24, N45-N48, N323-N328, N330-N336,

 ანძებს შორის მონაკვეთებზე დაზიანებული სადენების შეცვლის სამუშაოები

ქ.თბილისი           13 აგვისტო 2015 წ.

 

1. სს გეს „საქრუსენერგო”  შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს  მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად  დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის  ხელშეკრულება.

2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე, ფორმა N2 (თან ერთვის);

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ, ფორმა N3 (თან ერთვის);

გ)   ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ, ფორმა N4 (თან ერთვის);

დ) დასაშვებია წინასწარი გადახდა.   ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას .

                ე) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 5 საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული   ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ღირებულების  3,5% (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების  ვადას.

ვ) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

 

·ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის სია და გამოცდილება;

·ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ  20 კმ სიგრძის  500 კვ ეგხ-ს მშენებლობის გამოცდილება და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები;

·ინფორმაცია სადენის ჰიდრავლიკური დამჭიმი-სამუხრუჭე მანქანების, დასაწნეხი მოწყობილობების, ინსტრუმენტების, სამარჯვების, სპეცტექნიკისა და მანქანა-მექანიზმების რაოდენობაზე, რათა  ერთდროულად შეიძლებოდეს სამუშაოების წარმოება 500 კვ ეგხ “იმერეთის” N21-N24, N45-N48, N323-N328, N330-N336 ანძებს შორის ოთხივე უბანზე დაზიანებული სადენების შეცვლისათვის ტექნიკური დავალების (თან ერთვის) შესაბამისად და განსაზღვრული მოცულობით (თან ერთვის), ასევე მათი საკუთრების ან/და  გამოყენების უფლების  დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

·15 კალენდარულ დღეზე გაწერილი სამუშაოთა წარმოების გრაფიკი  500 კვ ეგხ “იმერეთის” N21-N24, N45-N48, N323-N328, N330-N336 ანძებს შორის ოთხივე უბანზე ცალ-ცალკე, ცალკეულ უბნებზე გამოსაყენებელი ტექნიკის მითითებით;

·უბნებზე დასაქმებული პერსონალის სია კვალიფიკაციისა და გამოცდილების მითითებით,  გაწერილი  ცალკ-ცალკე ოთხივე უბნისათვის;

·საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული წინადადების უზრუნველყოფის  საბანკო გარანტია შემოთავაზებული ღირებულების 1%-ს ოდენობით (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება), რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინადადებების გახსნის ვადას. წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და მისი ანაზღაურება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნისთანავე.

·შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს,  შეესაბამება  ტექნიკურ დავალებას  და 500 კვ ეგხ “იმერეთის” N21-N24, N45-N48, N323-N328, N330-N336 ანძებს შორის ოთხივე უბანზე დაზიანებული სადენების შეცვლისათვის განსაზღვრულ მოცულობებს, ასევე  შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.

3. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N2, სს გეს „საქრუსენერგო”-ს კანცელარია.

4. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2015  წ.  21 აგვისტოს 18 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

5. განაცხადები შეფასდება 2015 წ. 21 აგვისტოს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის N2, სს გეს „საქრუსენერგო”.

6. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.

7. ფასები შემოთავაზებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);

8. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი  წარდგენის დღიდან.

9. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს განცხადების  მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში,  მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

10. გამარჯვებულად მიიჩნევა  და  შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს და რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი.
სრული ინფორმაცია იხილეთ სს გეს „საქრუსენერგო”-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.sakrusenergo.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 00 33 33   –   5 95 59 70 70

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.