სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება

სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაშიმონაწილეობის მისაღებად

 

შესყიდვის ობიექტი: 1C ERP 2 პროგრამა თანმდევი მომსახურებით

ქ.თბილისი                                                                                       1 აპრილი 2019 წ.

 

სს გეს „საქრუსენერგო“  შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად  დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადოს მასთან  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

  1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:

ა)   განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);

ბ)   ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N3); (ფორმა N4);

გ) გადახდა განხორციელდება საქონლისა და მომსახურების მიწოდების ეტაპების მიხედვით და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, დასაშვებია წინასწარი გადახდა.   ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.

 

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს  მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

 

  • შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
  • შესაბამისიუფლებამოსილიორგანოს მიერ გაცემული ცნობა, პრეტენდენტის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
  • ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.
  • პრეტენდენტ კომპანიასუნდაჰქონდესშეთავაზებულიკომპლექსურიინფორმაციული სისტემის 1C ERP 2-სწარმატებით დანერგვის გამოცდილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ 2 ისეთ ორგანიზაციაში, რომელშიც მუშაობს 50-ზე მეტი თანამშრომელიდა წარმოადგინოს აღნისნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღეწბა-ჩაბარების აქტები).
  • შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც აკმაყოფილებს მე-2 პუნქტში და ფორმა N 3-ითგათვალისწინებულ პირობებსდა შეესაბამება შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
  1. განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის  N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს კანცელარია.

  1. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 11 აპრილის 16 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
  2. განაცხადები შეფასდება 2019 წ. 11 აპრილს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“.
  3. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
  4. ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება) და მოიცავდეს პრეტენდენტის მიერ გასაწევ ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს;
  5. მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
  6. განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
  7. შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.

11 გამარჯვებულად მიიჩნევა  და  შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.

 

საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

ტ.   595 00 33 33

       595 95 70 70

იხილეთ დანართი:

სხვა შესყიდვები

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

განცხადება სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.