განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
შესყიდვის ობიექტი: 500 კვ ეგხ „იმერეთის“ N21 საყრდენიდან ქვესადგურამდე „ზესტაფონი-500“ საკონტროლო ტოპოგეოდეზიურ გადაღებაზე და გეგმებისა და პროფილების შედგენის სამუშაოებზე
ქ.თბილისი
12 ოქტომბერი 2023 წ.
- სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული სამუშაოს შესყიდვისათვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტების შერჩევის მიზნით შეაფასოს მათი განაცხადებები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის ხელშეკრულება.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და თანდართული ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე, ფორმა N2;
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (ტექნიკური დავლება) ფორმა N3;
გ) ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ ფორმა N4;
დ) ანგარიშსწორება განხორციელდება სამუშაოს დასრულების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია წინასწარი გადახდა, ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3,5% (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) ოდენობით. რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების ვადას.
ე) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს, უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
- შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
- შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტი კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების/ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის საქმის წარმოება;
- შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
ვ) შეფასებას დაექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები, რომელიც პასუხობს მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს, შეესაბამება ტექნიკურ დავალებას და შესყიდვისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
- განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური.
- განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წ. 25 ოქტომბრის 16:00 საათი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
- განაცხადები შეფასდება 2023 წ. 25 ოქტომბერს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“ შესყიდვების სამსახური.
- განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე მე-5 პუნქტში მითითებულ მისამართზე, დალუქულ კონვერტში, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება.
- ფასები შემოთავაზებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
- განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან.
- განაცხადი, რომელიც არ პასუხობს განცხადების მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირობებს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში, მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო.
- გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ მიმწოდებელს შორის, რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს და რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი.
სამუშაოს ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დღგ-ს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტ. 595 00 33 33, 597 58 78 58.