განცხადება
სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
(შესყიდვის ობიექტი: ტყავის ფეხსაცმელები და რეზინის ჩექმები)
ქ.თბილისი
19 თებერვალი 2024 წ.
- სს გეს „საქრუსენერგო“ შემდგომში “შემსყიდველი” ფლობს სახსრებს მითითებული საქონლის შესყიდვისთვის. ეს სახსრები გამოყენებული იქნება ამ პროცედურის ჩატარების შედეგად დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი პასუხისმგებელია აღნიშნული პროცედურის შესაბამისად დადგენილი წესით განხორციელებაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს მოსაწვევი პირები, შეაფასოს მათი განაცხადები და გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობისათვის და გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი განაცხადი შემდეგი დოკუმენტებისა და ფორმების მიხედვით:
ა) განცხადება მონაწილეობაზე (ფორმა N2);
ბ) ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ (ფორმა N3-N4);
გ) გადახდა განხორციელდება საქონლის მიწოდების და შესაბამისი მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
დ) ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში იგი არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ს (ოცდაათი). მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბანკიდან) უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტია არ მიიღება) მოთხოვნილი ავანსის შესაბამის ოდენობაზე რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას;
ე) პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ კრიტერიუმებს და უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
- ცნობა რომ არ ერიცხება დავალიანება ბიუჯეტის წინაშე;
- ცნობა რომ კომპანიის ქონებას არ აქვს დადებული ყადაღა;
- ცნობა რომ არ მიმდინარეობს კომპანიის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია;
- შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ის წინადადებები რომლებიც შეესაბამება ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და შემსყიდველისთვის გათავლისწინებულ თანხობრივ პარამეტრს.
- განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დახურულ კონვერტში შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“-ს შესყიდვების სამსახური;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 27 თებერვლის 17:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება;
- განაცხადება შეფასდება 2024წ. 27 თებერვალს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მარკ ბრონშტეინის N1, სს გეს „საქრუსენერგო“ შესყიდვების სამსახური;
- განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე, დახურულ კონვერტში მე-3 პუნქტში მითითებულ მისამართზე;
- ფასები შემოთავაზებულ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (სხვა ვალუტაში წარმოდგენილი წინადადება არ განიხილება);
- მიწოდება იწარმოებს ფასებისა და მიწოდების ვადების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად;
- განაცხადი ძალაშია მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში მისი წარდგენის დღიდან;
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ნიმუში რომელიც უნდა შეესაბამებოდებს ტექნიკურ დავალებას;
11.პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის საკონკურსო პროცედურიდან დისკვალიფიკაციას;
- შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის ადგილი: ქ. თბილისი, მარკ ბრონშტეინის ქუჩა N1, სს გეს ,,საქრუსენერგო’’-ს შენობა, შესყიდვების სამსახური. მობ: 595 00 33 33/597 58 78 58;
- შემოსული განაცხადის შეფასება იწარმოებს „ტექნიკური შესაბამისობის, ფასებისა და მიწოდების ვადების” ფორმის მიხედვით. განაცხადი, რომელიც არ შეესაბამება მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნულ პირობებს და შესყიდვისთვის განსაზღვრულ თანხობრივ პარამეტრს იქნება უარყოფილი, როგორც ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო;
- გამარჯვებულად მიიჩნევა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და იმ პრეტენდენტს შორის, რომელმაც წარმოადგინა უმცირესი ფასი და რომელიც აკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
საქონლის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მობ: 595 00 33 33/597 58 78 58