2006 წელს ჩატარდა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი ახალი 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე. ქვესადგური „ქსანი-500“-დან რაზდანის თბოელექტროსადგურამდე. აღნიშნულ სქემაში გათვალისწინებული იყო არსებული 500 კვ ეგხ „მუხრანის“ 75 კმ-იანი მონაკვეთის გამოყენება ქ/ს „ქსანი-500“-დან ეგხ „მუხრანის“ N42 ანძამდე.

პროექტი  ითვალისწინებდა:

ქ/ს „ქსანი-500“-ში, 500/400 კვ ძაბვის 800 მგვა სიმძლავრის   ავტოტრანსფორმატორის  დაყენებას და 400 კვ უჯრედის მოწყობას;

500 კვ ეგხ „მუხრანის“ რეაბილიტაციას ეგხ-ს N42 ანძიდან ქვესადგურამდე

„ქსანი-500“ (75 კმ);

18 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ეგხ „მუხრანის“ N42 ანძიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე;

42 კმ სიგრძის, ახალი 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 330 კვ ეგხ „ათარბეკიანსკაიამდე“ (სომხეთი);

330 კვ ეგხ „ათარბეკიანის“ რეაბილიტაციას და გადაყვანას 400 კვ ძაბვაზე (66 კმ);

400 კვ ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას 400 კვ ეგხ  „ათარბეკიანიდან“ რაზდანის თბოელექტროსადგურამდე (12 კმ);

400 კვ ძაბვის უჯრედის მოწყობას რაზდანის თბოელექტროსადგურში.

აღნიშნული პროექტიდან განხორციელებულია მხოლოდ 500 კვ ეგხ „მუხრანის“  რეაბილიტაცია (ეგხ „მუხრანის N42 ანძიდან ქ/ს „ქსანი-500“-მდე – 75 კმ).

ამჟამად, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მიერ მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, სომხეთის ტერიტორიაზე ეგხ-ს ტრასის მიმართულების შეცვლისა  და რაზდანის თბოელექტროდაგურის ნაცვლად მისი აირუმში შეყვანის თაობაზე. გადაწყვეტილების თანახმად ქართული მხარე იღებს ვალდებულებას ააშენოს 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ მონაკვეთი 500 კვ ეგხ „მუხრანის“ N42 ანძიდან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრამდე (18 კმ), ხოლო სომხეთის მხარე – ააშენოს აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მონაკვეთი საქართველო-სომხეთის საზღვრიდან აირუმამდე (10 კმ), სადაც უნდა მოაწყოს 500/400 კვ ძაბვის, 700 მგვტ სიმძლავრის ქვესადგური მუდმივი დენის ჩანართით, პირველ ეტაპზე 350, მეორე ეტაპზე 700 და მესამე ეტაპზე 1050 მგვტ სიმძლავრის გამტარუნარიანობით. „ფიხტნერის“ რეკომენდაციით, მესამე ეტაპის სიმძლავრის მიმოცვლის უზრუნველყოფისათვის საჭირო იქნება 500 კვ ეგხ „მუხრანის“ N42-N108 ანძებს შორის მონაკვეთზე არსებული АС330/43 სადენის ASR400 (АС400/51) მარკის სადენით ჩანაცვლება, რაც გამოიწვევს ამ მონაკვეთის რეკონსტრუქციას და დამონტაჟებული 51 ცალი ПБ-500-5н ტიპის რკინაბეტონის შუალედური ანძების მეტალის ანძებით შეცვლის აუცილებლობას. რკინა-ბეტონის ანძები არსებული დეფექტების გამო (ბზარები, ჟანგი დეფორმაცია და სხვა) ვერ გაუძლებენ დემონტაჟსა და ხელახალ მონტაჟს, მითუმეტეს, რომ საქართველოში დღეისათვის არ არსებობს სპეციალური ტექნიკა ამ ტიპის ანძების ტრანსპორტირებისა და მონტაჟისათვის.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების (2015-2025) ათწლიანი გეგმის შესაბამისად, პროექტი სახელწოდებით „მარნეული“ ითვალისწინებდა რუსეთიდან სომხეთში და ირანში ელექტროენერგიის ტრანზიტის ზრდას, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში განსაზღვრული იყო:

500 კვ ფრთის შექმნა ქს „მარნეული-500“-ში;

500 კვ ეგხ „მუხრანის“ შეყვანა ქს „მარნეული-500“-ში;

500 კვ ეგხ „ვარძიას“ შეყვანა ქს „მარნეული-500“-ში;

500/220 კვ ძაბვის, 500 მგვა სიმძლავრის ავტოტრასფორმატორის დამონტაჟება

ქვესადგურში  „მარნეული-500“;

ქს  „ქსანი-500“-ში 180 (3×60) მგვარ სიმძლავრის რეაქტორის მონტაჟი;

ქს „მარნეული-500“-ში 160±20 მგვარ სიმძლავრის მარეგულირებელი რეაქტორის

მონტაჟი;

500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ მშენებლობა ქს „მარნეული-500“-დან სომხეთის მიმართულებით ქს „აირუმამდე“. ეგხ-ს სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე შეადგენს 37 კმ.

პროექტის რეალიზაციის მიზანშეწონილობა შესწავლილ იქნა კონსალტინგური კომპანია „ფიხტნერის“ მიერ და  შეფასებული იქნა, როგორც მაღალი მოქნილობისა და საიმედოობის მქონე. ამასთან ერთად დადგინდა, რომ პროექტი 50 მგვტ-ით ამაღლებს ჰესების ინტეგრაციას ელექტროსისტემაში და 1 მგვტ-ით ამცირებს ელექტროენერგიის დანაკარგებს.  ზრდის გამტარუნარიანობას ნორმალურ და ავარიულ რეჟიმებში შესაბამისად 700 და 800 მგვტ-ით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სს გეს „საქრუსენერგოს“  დაეკისრა არსებული 500 კვ ეგხ „მუხრანის“ შეყვანა ქვესადგურში „მარნეული-500“ და ამ ქვესადგურიდან საქართველოს-სომხეთის საზღვრამდე 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ მშენებლობა, საიდანაც:

2016 წელს განხორციელდა 500 კვ ეგხ „მუხრანის“ შეყვანა ქვესადგურში „მარნეული-500“. ქვესადგურების „ქსანი-500“-ისა და „მარნეული-500“-ის  დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზს ეწოდა დისპეტჩერული სახელი: 500 კვ ეგხ „ასურეთი“;

2017 წელს დამუშავებული იქნა 500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ (500 კვ ეგხ „მუხრანის“ N42 ანძიდან საქართველო-სომხეთის საზღვრამდე) მუშა პროექტი, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

2019 წელს 500 კვ ეგხ “მუხრანის” N109-N42 ანძებს შორის მონაკვეთი (18 კმ) მიერთდა ქ/ს „მარნეული-500“-ს 500 კვ სალტეზე.

ქ/ს „მარნეული-500“,  500 კვ ეგხ „მარნეული-აირუმის“ მეშვეობით დაუკავშირდება  500 კვ  ქ/ს „აირუმს“ (500/400 კვ, 700 მგვტ, მუდმივი დენის ჩანართით), საიდანაც შესაძლებელი იქნება რაზდანის თბოელექტროსადგურთან დაკავშირება მისი შემდგომი გაგრძელებით ირანის მიმართულებით, ორჯაჭვა 400 კვ ეგხ-ების მეშვეობით, რითაც საგრძნობლად გაიზრდება რუსეთს, საქართველოს, სომხეთსა და ირანს შორის სიმძლავრეთა მიმოცვლის მოცულობა. გადამცემი ხაზით შესაძლებელია ზაფხულში, საქართველოში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, ხოლო ზამთარში მნიშვნელოვანი მონაწილეობა ენერგოსისტემის დეფიციტის შევსებაში, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებისა და გადამცემი ქსელის ფუნქციონირების იმედიანობას.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.