ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქ. ბათუმში, საქართველოს ენერგოსექტორის ერთ–ერთი წამყვანი კომპანიის სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგოსისტემის „საქრუსენერგოს” რებრენდინგის პრეზენტაციას დაეწრო. პრეზენტაცია სს „საქრუსენერგო”-ს გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ წარადგინა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის ნაწილი, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მდგომარეობის კონტროლის თანამედროვე ხელსაწყოები და იარაღები, რომლებიც აუცილებელია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკურად გამართული მუშაობის შენარჩუნებისათვის, ასვე მომსახურე პერსონალისა და ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის.