500 კვ ეგხ „იმერეთი“ შიდა სასისტემო ელექტროგადამცემი ხაზია და იგი მო ნაწილეობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფაში. იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს და ერთმანეთთან” აკავშირებს ენგურჰესს და ქ/ს “ზესტაფონი-500”-ს. ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 128 კმ-ია და მოიცავს 388 ანძას.
ენგურჰესის გამომუშავება 3,5 მლრდ.კვტ.სთ-ია (დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ), საიდანაც 2/3 გამომუშავებული ელექტროენერგიისა გადაიცემა 500 კვ ეგხ “იმერეთის” საშუალებით, რომელსაც ემატება ასევე ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც საქართველოში შემოდის რუსეთიდან 500 კვ ეგხ “კავკასიონის” საშუალებით.
ენგურჰესიდან ქ/ს “ზესტაფონი-500”-მდე ელექტროენერგიის გადაცემა შესაძლებელია ასევე 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებითაც, მაგრამ მათ არ შეუძლიათ იმ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება რაც მოსალოდნელია დატვირთულ მდგომარეობაში (800 მგვტ და მეტი) მყოფი 500 კვ ეგხ „იმერეთის“ ავარიული გამორთვის შემთხვევაში.
ქ/ს „ზესტაფონი-500“ წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემის ერთ-ერთ საკვანძო ქვესადგურს, რომელშიც ჯერჯერობით, 500 კვ ეგხ-ებით „კავკასიონით“ და „იმერეთით“ ხდება რუსეთიდან და ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილის მიტანა და გადაცემა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში.
ეგხ „იმერეთის“ ტექნიკური მდგომარება კი ისეთია, რომ მიუხედავად გაწეული ფართომასშტაბიანი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, არსებობს სუსტი ადგილები, როგორებიცაა სადენები, რომელთაც ექსპლუატაციის ვადებიდან და პირობებიდან გამომდინარე თითქმის ამოწურული აქვთ ასევე, სხვადასხვა დროს უხარისხოდ შესრულებულმა სარემონტო თუ საექსპლუატაციო სამუშაოების უხარისხობამ გამოიწვია ის, რომ 2014 და 2015 წლებში ეგხ „იმერეთი“ ავარიულად გამოირთო სადენების სარემონტო მომჭერებიდან გამოვარდნის გამო.
აღნიშნული პრობლემების გამოსწორებას სჭირდება სადენებისა და შეერთებების მასიური შეცვლა, რაც მეტად შრომატევადია და მოითხოვს ეგხ-ს დიდი ხნით შეკეთებაში ჩაყენებას, მითუმეტეს ეგხ „იმერეთის“ ალტერნატიული ხაზის აშენებამდე იგი წარმოუდგენელია.
ეგხ „იმერეთის“ გარკვეული მონაკვეთები გადის რთულ გეოგრაფიულ და გარემო პირობებში, რაც არაერთხელ გამხდარა საფრთხე გადამცემი ხაზის საყრდენების მდგრადობისათვის.
როგორც მოგეხსენებათ ეგხ „იმერეთი“ გადის დასავლეთ საქართველოში, შავ ზღვასთან ახლოს და მასზე ინტენსიურად მიმდინარეობს მეტალოკონსტრუქციისა და იზოლატორების მეტალთან შეერთების ადგილების ჟანგვის პროცესი, კოროზია რაც ასევე საფრთხეს წარმოადგენს ელექტროგადამცემი ხაზის მდგრადობისათვის.
ელექტროგადამცემი ხაზების ნორმალური ექსპლუატაციისათვის ხელისშემშლელ პირობას წარმოადგენს ასევე, ხაზის ქვეშ და მის დაცვის ზონაში კერძო თუ იურიდიული პირების უკანონო საქმიანობაც.