თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სართიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთზე აღნიშნული მშენებარე გზა კვეთს 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ს. აღნიშნულ გზასთან გაბარიტის შენაჩუნების მიზნით საჭირო გახდა 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის რეკონსტრუქცია N84-N85 ანძებს შორის მალში. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავდა არსებული N84 და N85 (У2+5 ტიპის) ანძების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ამაღლებული (У2+12 ტიპის) ანძების დამონტაჟებას. ამასთან პროექტის მიხედვით ეგხ-ს N85 ანძა მოხვდა ახალასაშენებელ გზაზე, რის გამოც საჭირო გახდა მისი გადატანა გასწორში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეასრულა ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა.
აღნიშნულის განხორციელებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნულმა სადისპეტჩერო ცენტრმა 500 კვ ეგხ ,,ქართლი-1“ თავდაპირველად შეკეთებაში ჩააყენა 2024 წლის 22 თებერვლიდან 06 მარტის ჩათვლით. სსე-სთან შეთანხმებული ეგხ-ების შეკეთებაში ჩაყენების გეგმა-გრაფიკით ეგხ „ქართლი-1“-ის შეკეთებაში ჩაყენება გათვალისწინებული იყო 2024 წლის 8 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, მაგრამ ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის მოთხოვნით იგი შეკეთებაში ჩადგა 22 თებერვალს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე მიმდინარეობდა შეფერხებებით, რის გამოც 06 მარტს ვერ მოესწრო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება და ეგხ-ს შეკეთებაში ჩაყენება გახანგრძლივდა 2024 წლის 18 მარტის ჩათვლით პერიოდში. სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერც აღნიშნულ დროში მოხდა. ეგხ „ქართლი-1“-ის N84-N85 ანძებს შორის მალში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება, რის გამოც ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი 18 მარტს გამოყვანილი იქნა ობიექტიდან. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის N84-N85 ანძებს შორის მალში 2024 წლის 30 მარტს დაასრულა სს გეს „საქრუსენერგომ“ და ეგხ ჩართული იქნა სისტემაში.
500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ის N84-N85 მალში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების პერიოდში (22.02.24-30.03.24) მთლიანად შესრულდა სს გეს „საქრუსენერგოს“ 2024 წლის ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული, დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებიც გარდა ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოებისა.
500 კვ ეგხ „ქართლი-1“-ზე ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2024 წლის 08 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში (სსე-სთან შეთანხმებულ, ეგხ-ს გეგმიურ შეკეთებაში ჩაყენების პერიოდში), რისთვისაც გამოვლენილია კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც შეასრულებს ეგხ „ქართლი-1“-ის N183-N196 ანძებს შორის მონაკვეთზე ანტიკოროზიული დაცვის სამუშაოებს.
3 Comments
This is exactly what i was looking for, thank you so much for these tutorials
It would be great to try this theme for my businesses
What a nice article. It keeps me reading more and more!